„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პრესტონთან“ მატჩის (3:1) შემდეგ დიოგუ ჟოტაზე კომენტარი გააკეთა.
„ძნელია სწორი სიტყვების პოვნა და სწორი ქმედებების შესრულება. რა არის მიზანშეწონილი? შეგვიძლია ისევ ვივარჯიშოთ? შეგვიძლია ისევ გავიცინოთ? შეგვიძლია ცუდი გადაწყვეტილების გამო გავბრაზდეთ? იქნებ ამ სიტუაციას ისე მივუდგეთ, როგორც ჟოტა აკეთებდა: ყოველთვის იყავი საკუთარი თავი, ყველა სიტუაციაში. მე მელაპარაკებოდა, თანაგუნდელებს თუ პერსონალს, ის საკუთარი თავის ერთგული რჩებოდა. თუ გინდა სიცილი, იცინე. თუ გინდა ტირილი, იტირე. თუ გინდა ვარჯიში, ივარჯიშე. და, თუ არ გინდა, არ არის აუცილებელი. იყავი საკუთარი თავი. ნუ იფიქრებ, რომ განსხვავებული უნდა იყო იმისგან, რასაც შენი ემოციები გეუბნება“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ დიოგუ ჟოტას გარდაცვალების შემდეგ პირველი მატჩი „პრესტონთან“ ჩაატარა, რომელიც 3:1 დაამარცხა.