„ბარსელონამ“ „კოპენჰაგენიდან“ რონი ბარჯი დაიმატა. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმების შემდეგ ესპანურ გრანდთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შვედი შემტევი „ბარსას“ აზიურ ტურნეშიც გაჰყვება, რადგან დეკუსა და ჰანსი ფლიკს მისი პოტენციალის სჯერათ. „ბარსა“ შვედ ფეხბურთელში 2 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც ბონუსები დაემატება.
19 წლის ფეხბურთელს „კოპენჰაგენში“ 82 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 15 გოლი გაიტანა, ხოლო შვედეთის ნაკრებში ჯერ დებიუტი არ ჰქონია.