ფეხბურთი

18:30 | 14.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები

ტელეკომპანია DAZN-მა, რომელიც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ფიფას ოფიციალური პარტნიორი იყო, ტურნირის დასრულების შემდეგ სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

საუკეთესო 11-ეულში „ჩელსის“ და პსჟ-ს ფეხბურთელებიც დომინაციაა, თუმცა სიმბოლურში ვერ მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც საკლუბო მუნდიალზე შვიდ მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

მეკარე: იასინ ბონო (ალ-ჰილალი)

მცველები: აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), მარკინიოსი (პსჟ), ტიაგო სილვა (ფლუმინენსე), მარკ კუკურელია (ჩელსი)

ნახევარმცველები: პედრო ნეტო (ჩელსი), ვიტინია (პსჟ), ენცო ფერნანდესი (ჩელსი), კოულ პალმერი (ჩელსი)

თავდამსხმელები: ჯონ არიასი (ფლუმინენსე), გონსალო გარსია (რეალი)

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი „ჩელსიმ“ მოიგო, რომელმაც ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ 3:0 დაამარცხა. ფიფამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად კოულ პალმერი დაასახელა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.182326