ფეხბურთი

17:25 | 14.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი: "მიხარია, რომ აქ ვარ, ჩემი კარიერის ახალი ეტაპის დასაწყებად"

მადრიდის „რეალის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი მილანშია, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.

39 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი „მილანში“ გადადის უფასოდ, რომელთანაც 1+1-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მისი ხელფასი სეზონში 4 მილიონი ევრო იქნება.

„ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, რომ ჩემი კარიერის ახალი ეტაპი დავიწყო“, - მიმართა ლუკამ „როსონერის“ ფანებს.

ამრიგად, მადრიდის „რეალში“ გატარებული 13 სეზონის შემდეგ ხორვატი ნახევარმცველი ძალებს „მილანში“ მოსინჯავს. მოდრიჩს იტალიაში თამაშის გამოცდილება არ აქვს, შესაბამისად, ეს მისთვის ახალი გამოწვევაა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096085