გიორგი კვერნაძე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში დიდი ალბათობით, „ფროზინონეს“ დატოვებს.
როგორც Corriere Dello Sport-ი წერს, 22 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთი მათგანია, ვინც კლუბიდან წავა. ქართველ შემტევს ყველაზე აქტიურად „ვერონას“ და „კალიარის“ უკავშირებენ.
უფრო მეტად სარდინიულ გუნდს, სადაც გუიდო ანჯელოცი მუშაობს სპორტულ დირექტორად, რომელიც „კალიარის“ სწორედ „ფროზინონედან“ შეუერთდა. ამიტომაც, იტალიაში ვარაუდობენ, რომ გიორგი კარიერას კუნძულზე გააგრძელებს.
გიორგი კვერნაძე იტალიურ გუნდში 2023 წლიდან თამაშობს, ხოლო სერია B-ს გასულ სეზონში 33 შეხვედრაში თავი 3 გოლით და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.