ფეხბურთი

19:00 | 14.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

კანისარესი: "ჰაკიმი და ვიტინია 20-ჯერ მეტად იმსახურებენ ოქროს ბურთს, ვიდრე დემბელე"

ესპანეთის ნაკრებისა და "ვალენსიას" ყოფილმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ, სადაც "ჩელსიმ" "პარი სენ-ჟერმენი" 3:0 დაამარცხა კომენტარი ოქროს ბურთთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, ამ ტიტულის მოგებას აჩრაფ ჰაკიმი და ვიტინია 20-ჯერ მეტად იმსახეურებე, ვიდრე უსმან დემბელე.

"ჰაკიმი და ვიტინია ოქროს ბურთის მოგებას 20-ჯერ მეტად იმსახურებენ ვიდრე უსმან დემბელე. უბრალოდ დავიღალე იმით, რომ ამ ტიტულის მოგებაზე მხოლოდ თავდამსხმელებს განიხილავენ. ზოგჯერ ეს ჯილდო ისეთ მცველს უნდა მიანიჭო, როგორიც აჩრაფია, მან წარმოუდგენელი სეზონი ჩაატარა, ან ისეთ ნახევარმცველს, როგორიც ვიტინიაა. ამაში ცუდი არაფერია, ეს ჯილდოს არაფერს აკლებს. დროა დავაფასოთ სხვა პოზიციის ფეხბურთელები, რადგან მცველები და ნახევარმცველები ისეთივე გადამწყვეტ როლს თამაშობენ წარმატებაში, როგორსაც შემტევები.“ - განაცხადა კანისარესმა.

ცნობისთვის, რომ წლევანდელი ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად სწორედ უსმან დემბელე მიიჩნეოდა, თუმცა ფინალში ნათამაშებმა თამაშმა ყველაფერი შეცვალა.

აქვე გეტყვით, რომ 2025 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი 22 სექტემბერს გაიმართება, გასულ სეზონში ეს ჯილდო "სიტისა" და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა როდრიგომ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.169138