სხვა

23:30 | 14.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მაქს ჰოლოვეი: „გეიჯისთან ბრძოლის დროს ყველა დარტყმას ვგრძნობდი, რაც ილიას შემთხვევაში არ ყოფილა“

UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა მაქს ჰოლოვეიმ ილია თოფურიასთან ჩატარებული ბრძოლა გაიხსენა და განაცხადა, რომ ოქტაგონში ყოფნის დროს საერთოდ ვერ გრძნობდა, რომ ილიას ძლიერი დარტყმები ჰქონდა.

„როდესაც ოქტაგონში ვიყავი ვერ ვიგრძენი, რომ ილიას მართლაც ძლიერი დარტყმები ჰქონდა, შედარებისთვის ჯასტინ გეიჯისთან ჩატარებულ ბრძოლას გავიხსენებ. ის როგორც ფეხით, ისე ხელებით და მის ყველა დარტყმულს ვგრძნობდი, რაც ილიას შემთხვევაში არ ყოფილა. „რა თქმა უნდა, ილია თოფურია შესანიშნავი მებრძოლია, მან დიდი სახელები დაამარცხა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ვოლკანოვსკი ისლამთან მძიმე ნოკაუტის შემდეგ ახალი დაბრუნებული იყო, ხოლო ოლივეირას მხოლოდ ერთ მოგებიანი სერია ჰქონდა. ილია აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს.“ - განაცხადა ჰოლოვეიმ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მაქს ჰოლოვეი გასული წლის ოქტომბერში ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.

0.099599