რაგბი

20:59 | 14.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

იტალიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, რომელმაც 9-12 ადგილებისთვის ბრძოლაში ესპანელი თანატოლები დამაჯერებლად 43:12 დაამარცხეს.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მატჩში შვიდი ლელოს დადება მოახერხეს, საიდანაც 3 ლელო მიხეილ შიოშვილის ანგარიშზეა, ხოლო თითოჯერ თავი სანდრო მესხიძემ, გიორგი არძენაძემ, შოტა ხელაძემ და ნუგზარ ქევხიშვილმა გამოიჩინეს. 2 გარდასახვა ზუსტად ლუკა თაყაშვილმა შეასრულა, ერთხელ კი გიორგი ჯაშმა შეძლო გატანა.

საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში ფინალურ შეხვედრას ირლანდია-შოტლანდიას შორის გამარჯვებულის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095123
სარეკლამო ადგილი - 99
X x X