ფეხბურთი

23:58 | 14.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მალმიოს" მწვრთნელი: "ჯერ არაფერი დასრულებულა, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ"

ხვალ საქართველოს ჩემპიონი "იბერია" ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს, შვედეთში "მალმიოს" წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე შვედეთის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა ჰენრიკ რიდსტრიომმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ჯერ არაფერი დასრულებულა და მის ფეხბურთელებმა საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ.

"ეს დაპირისპირება ორ მატჩიანია და ჩვენ მხოლოდ საქმის ნახევარი გვაქვს შესრულებული. პირველმა შეხვედრამ დაგვანახა, რომ იბერიას აქვს ხარისხი, ისინი ბურთს კარგად აკონტროლებდნენ და კონტრშეტევაზეც კარგად გადადიოდნენ. ვფიქრობ ისინი ხვალინდელ მატჩში უფრო მეტად იფიქრებენ შეტევაზე და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ, დიდი ზეწოლით ვითამაშოთ და არ მივცეთ ამ ყველაფრის საშუალება. მათ ასევე ორივე ფლანგის შემტევი ძალიან სწრაფები ჰყავთ და ზურგს უკან გადაკიდებული პასებით ხშირად ცდილობდნენ ფონს გასვლას. ხვალ მოედანზე მაქსიმალურად კონცენტრაციით უნდა გავიდეთ, ვითამაშოთ შემტევი ფეხბურთი და წინა შეხვედრაში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. ვფიქრობ ჯერ არაფერია დასრულებული და საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ." - განაცხადა "მალმიოს" მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართა, რომელიც "მალმიოს" გამარჯვებით 1:3 დასრულდა. ხვალინდელი მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089261