39 წლის ხორვატი ფეხბურთელი კარიერას "მილანში" გააგრძელებს, ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
მოდრიჩმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან 1+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხორვატი ფეხბურთელი "მილანში" 14 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ამრიგად, მადრიდის „რეალში“ გატარებული 13 სეზონის შემდეგ ხორვატი ნახევარმცველი ძალებს „მილანში“ მოსინჯავს. მოდრიჩს იტალიაში თამაშის გამოცდილება არ აქვს, შესაბამისად, ეს მისთვის ახალი გამოწვევაა.