აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლოა ქვეყანაში ფეხბურთის სახელის შეცვლა განიხილოს. აშშ-ში ფეხბურთს ამჟამად სოკერი ჰქვია.
— ეს დიდი ამბავია და ჯანი ინფანტინო ჩემი მეგობარია და მათ ლიგასთან და ფეხბურთთან დაკავშირებით შესანიშნავი სამუშაო გაწიეს — ისინი მას ფეხბურთს უწოდებდნენ, ჩვენ კი — სოკერს. დარწმუნებული არ ვარ, რომ ცვლილებები ასეთი მარტივი იქნება. სასიამოვნო იყო ამის ნახვა.
— აპირებთ თუ არა ბრძანებულების გამოცემას, იმასთან დაკავშიფებით, რომ ახლა მხოლოდ „ფეხბურთს“ ვიტყვით?
— ვფიქრობ, ამის გაკეთება შემიძლია! — ციტირებს ტრამპის სიტყვებს DAZN.
შევახსენებთ, რომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში „ჩელსიმ“ „პარი სენ-ჟერმენს“ 3:0 მოუგო.