12:20 | 15.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ ზაფხულის მთავარი სატრანსფერო სამიზნე დაასახელა

„ლივერპული“ „ნიუკასლის“ ცენტრალური თავდამსხმელის, ალექსანდერ ისაკისმიმართ აქტიურ ინტერესს იჩენს, „წითლებმა“ შვედი თავის მთავარ სატრანსფერო სამიზნედ დაასახელეს. ამის შესახებ ცნობილმა ჟურნალისტმა და ინსაიდერმა ნიკოლო სკირამ სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.

წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე „კაჭკაჭები“ 25 წლის თავდამსხმელის გაყიდვაზე უარს ამბობენ. ისაკი „ნიუკასლში“ 2022 წლის აგვისტოდან თამაშობს. გასულ სეზონში თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, 27 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

შვედის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი.

0.094693