FIFPro-ს (პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირი) ხელმძღვანელმა სერხიო მარჩიმ ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გააკრიტიკა.
13 ივლისს ფიფამ გამოაცხადა, რომ რამდენიმე საფეხბურთო გაერთიანებასთან შეთანხმებას მიაღწია მოთამაშეთა დასვენების ახალ მინიმალურ სტანდარტებზე - მატჩებს შორის სავალდებულო 72-საათიანი ინტერვალი და სეზონის დასრულების შემდეგ მოთამაშეებისთვის მინიმუმ 21 დღიანი შვებულება. ამ შეთანხმებას ნიუ-იორკში 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს, რომელსაც სხვადასხვა გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თუმცა, FIFPro-ს წარმომადგენლები ამ შეხვედრას არ დასწრებიან.
The Athletic-ის ცნობით, კვირას, 13 ივლისს, მარჩიმ პრეზიდენტ ინფანტინოს „უწოდა ადამიანი, რომელიც თავს ღმერთად თვლის“ და თქვა, რომ მსოფლიო საფეხბურთო ორგანოში გადაწყვეტილების მიღების პროცესი „ცალმხრივი“ და „ავტორიტარული“ გახდა.
მან ასევე განაცხადა, რომ ფიფა გადაწყვეტილებებს იღებს „მხოლოდ ეკონომიკური მომგებიანობის ლოგიკაზე დაყრდნობით და არა ადამიანის მდგრადობის პრინციპებზე“, მაშინ როდესაც ფეხბურთელების ჯანმრთელობა იგნორირებულია და „მარკეტინგული მიზნებისთვის იწირება“.
სერხიო მარჩიმ ასევე გააკრიტიკა 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა.
„FIFPro-მ ვერ შეძლო არ აღენიშნა, რომ ეს შეჯიბრი მალავს სახიფათო კავშირს რეალობასთან, რომლის წინაშეც მსოფლიოს ფეხბურთელების უმეტესობა დგას.
ის, რაც ფეხბურთის გლობალურ ზეიმად იყო წარმოდგენილი, მხოლოდ ფიქციაა, რომელიც ფიფას მიერ არის შექმნილი და მისი პრეზიდენტის მიერ დაწესებული - ყოველგვარი დიალოგის, თანაგრძნობის ან პატივისცემის გარეშე იმ ადამიანების მიმართ, ვინც ყოველდღიურად თამაშობს“, - თქვა მარჩიმ.
მარკი ამბობს, რომ ფიფა „რეალობას აიგნორებს“ იმ ზეწოლის შესახებ, რომელსაც ფეხბურთელები აწყდებიან და ორგანიზაცია „აგრძელებს შემოსავლების გაზრდას მოთამაშეების ჯანმრთელობის ხარჯზე“.