უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა და „ჩელსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრი შევჩენკომ გუნდს საკლუბო მსოფლიო თასზე გამარჯვება მიულოცა.
„ვულოცავ „ჩელსის“ 2025 წლის საკლუბო მსოფლიო თასზე გამარჯვებას! დიდი მიღწევაა კლუბისთვის, ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრებისთვის. ვამაყობ, რომ ჩემი ერთ-ერთი ყოფილი გუნდი მსოფლიო ფეხბურთის სათავეშია.
ისიამოვნეთ ამ მომენტით - თქვენ ამას იმსახურებთ! სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა, ჯანი ინფანტინო, ფიფას პრეზიდენტო, და მრავალ მეგობართან და ლეგენდასთან ერთად „მეტლაიფ“ სტადიონზე თამაშის შესაძლებლობა“, - დაწერა შევჩენკომ სოციალურ ქსელებში.
შეგახსენებთ, რომ ფინალურ მატჩში „ჩელსიმ“ „პარი სენ-ჟერმენი“ 3:0 დაამარცხა.