ფეხბურთი

14:50 | 15.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: „ლივერპულის“ ყოფილი კაპიტანი ჰენდერსონი „ბრენტფორდს“ შეუერთდა

ინგლისურმა „ბრენტფორდმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა „ლივერპულის“ ყოფილ ნახევარმცველ ჯორდან ჰენდერსონთან კონტრაქტის ხელმოწერის შესახებ. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა ამ ზაფხულს „აიაქსიდან“ წასვლის შემდეგ. ფეხბურთელთან კონტრაქტი ორი წლით გაფორმდა.

„ლივერპულში“ გატარებული 12 წლის განმავლობაში ჯორდანმა მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ქვეყნის ასოციაციის თასი, ორი ლიგის თასი, სუპერ თასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი. ნახევარმცველმა ასევე მოახერხა საუდის არაბეთში „ალ-იტიფაქის“ კლუბის შემადგენლობაში თამაში.

ნიდერლანდების ჩემპიონატის 2024/2025 წლების სეზონში 35 წლის ჰენდერსონმა 28 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ერთი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ნახევარმცველმა ასევე 15 თამაში ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა ევროპა ლიგაზე. ერთი მატჩი ჩაატარა ნიდერლანდების თასზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.169028