ისტორია

15:24 | 15.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

Guardian: „სიტიმ“ Puma-სთან 1-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა

„მანჩესტერ სიტიმ“ ცნობილ გერმანულ სპორტული ინვენტარის მწარმოებელ ფირმა Puma-სთან ახალ, 1-მილიარდიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, წელიწადში 100 მილიონი გირვანქის ოდენობით. ხელშეკრულება მინიმუმ 2035 წლამდე გაფორმდა - წერს Guardian.

ახალი კონტრაქტის მიხედვით „ქალაქელები“ წლიურად გაცილებით მეტ თანხას მიიღებენ, ვიდრე მანამდე. ძველი კონტრაქტის მიხედვით „სიტი“ მწარმოებლისგან 65 მილიონ გირვანქას იღებდა.

ეს არის თანხობრივად სარეკორდო ხელშეკრულება პრემიერლიგის კლუბებს შორის. მანამდე „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჰქონდა Adidas-თან დაახლოებით 900-მილიონიანი კონტრაქტი. ოთხი თვის წინათ კი „ლივერპულმა“ გააფორმა ხანგრძლივი ხელშეკრულება იმავე Adidas-თან, სეზონში 60 მილიონი გირვანქის ოდენობით.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088728