თამაშგარე

15:53 | 15.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ემა რადეკანუ ყველაზე სექსუალურ ქალ სპორტსმენად დასახელდა

ჟურნალმა „გლამურმა“ თანამედროვეობის ყველაზე სექსუალურ სპორტსმენ ქალად რუმინელი მეჩოგნე ემა რადეკანუ დაასახელა, რაც თავად სპორტსმენს ძალიან გაუკვირდა და როდესაც პირველადმა ემოციებმა გადაუარა, განაცხადა, რომ ცხოვრებაში ვერასოდეს წარმოიდგენდა, მსგავსი აღიარება მაინცდამაინც მას თუ ხვდებოდა წილად, რადგან ემას აზრით, მასზე ბევრად მიმზიდველი და სექსუალური ქალი სპორტსმენები არსებობენ.

ტრენდის, მოდურობის და ინტელექტუალურობის სახე – ასე დაახასიათა ეს რუმინელი გოგონა ხსენებული ჟურნალის რედაქტორმა. მისივე აზრით, სწორედ ეს თვისებები აქცევს თანამედროვე ეპოქაში ადამიანს სექსუალურად და არა ხელოვნურად დაბერილი ტუჩები, გაზრდილი მკერდი და 90-იანი წლების თბილისელი ძველი ბიჭის მსგავსი მიხვრა-მოხვრა.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ემა რადეკანუს სპორტული კარიერაც კარგად პროგრესირებს, რაც მეჩოგნეს რა გასაკვირია რომ პოპულარობას მატებს. როგორც ცნობილია, ყველა კარგი სპორტსმენი დროის გასვლასთან ერთად ხარისხობრივადაც იზრდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.171626
სარეკლამო ადგილი - 99
X x X