„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულო პეცოლანომ გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე ისაუბრა.
ქართველი ჯერ ტრავმისგან ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა და პრესეზონზე ორი ამხანაგური მატჩიც გამოტოვა.
„ორივე ფეხბურთელი (ჩაკვეტაძე და კვადვო ბაა) გარკვეული პერიოდია გამოჯანმრთელებაზე მუშაობს, ბაა ამ კვირაში გუნდთან ერთად ვარჯიშს დაბრუნდება და ჩაკვეტაძეც გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მოუთმენლად ველოდები მის სრულ გამოჯანმრთელებას“, - თქვა პეცოლანომ.
„უოტფორდი“ ახალ სეზონს 9 აგვისტოს, „ჩარლტონთან“ საგარეო მატჩით დაიწყებს.