ფეხბურთი

18:47 | 15.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" "ბაიერნისგან" ლუის დიასის ტრანსფერზე 67-მილიონიანი შეთავაზება უარყო

„ლივერპულმა“ „ბაიერნისგან“ ლუის დიასის ტრანსფერზე შეთავაზება მიიღო, რომელიც ინგლისურმა კლუბმა უარყო.

ბრიტანული მედიის ცნობით, „ლივერპულმა“ 67 მილიონ ევროდ უარი თქვა კოლუმბიელი შემტევის გაყიდვაზე და უფრო მეტს ითხოვს. დიასით „ბაიერნის“ გარდა, „ბარსელონაც“ დაინტერესებულია და ფეხბურთელიც არაა წინააღმდეგი, რომ „ენფილდ როუდი“ დატოვოს.

ლუის დიასი „ლივერპულში“ 2021 წლიდან თამაშობს და 148 მატჩში 41 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „პორტუს“, „ატლეტიკო ჟუნიორისა“ და „ბარანკილას“ ღირსებას იცავდა.

0.170668
სარეკლამო ადგილი - 99
X x X