ფეხბურთი

19:48 | 15.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" ლუკას იმატებს

„ნაპოლი“ ახლოსაა „უდინეზეს“ ფორვარდის, ლორენცო ლუკას დამატებასთან. მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა და მხარეები საბოლოო შეთანხმებას უახლოვდებიან.

„ნაპოლი“ ლუკას იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის ვალდებულებით დაიმატებს, შესაბამისად, კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს, სეზონში 2 მილიონი ევროს ხელფასით.

„ნაპოლი“ იჯარის სანაცვლოდ „უდინეზეს“ 6 მილიონს სთავაზობს, ხოლო გამოსყიდვა 26 მილიონი ევრო დაუჯდება. შესაბამისად, ტრანსფერის ფასი 32 მილიონი ევრო იქნება.

ლორენცო ლუკა „უდინეზეში“ 2023 წლიდან თამაშობს და 75 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ვიჩენცას“, „პალერმოს“, „პიზასა“ და „აიაქსის“ ღირსებას იცავდა.

0.08816