„ლივერპულს“ „ნიუკასლ იუნაიტედის“ და შვედეთის ნაკრების ფორვარდის, ალექსანდერ ისაკის შეძენა სურს.
მერსისაიდელები „ჯორდებს“ უკვე დაუკავშირდნენ რეკორდული შეთავაზებით, მაგრამ კონკრეტული ციფრები უცნობია. ისაკი „ლივერპულის“ მთავარი სამიზნე ჯერ კიდევ მარტიდან მოყოლებულია. თუმცა, „ნიუკასლს“ არ სურს გუნდის ლიდერის დაკარგვა და მას ახალი კონტრაქტიც შესთავაზა. "წითლებისთვის" ალტერნატიული ვარიანტი "აინტრახტის" ფორვარდი უგო ეკიტიკეა.
ალექსანდრ ისაკი „ნიუკასლში“ 2022 წლიდან თამაშობს და 109 მატჩში 62 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „სოსიედადის“, „დორტმუნდის“, „ტილბურგის“ და „აიკის“ წევრი იყო.