ფეხბურთი

23:03 | 15.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იბერია" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ ჩემპიონთა ლიგას პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.

ლევან კორღალიძის გუნდმა შვედეთის ჩემპიონ „მალმიოსთან“ სტუმრადაც ისე წააგო, როგორც ში - 1:3. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქის უპირატესობა ძალიან გამოიკვეთა.

ანგარიში ტაჰა ალიმ გახსნა, ხოლო მალევე პონტუს იანსონმა სხვაობა გააორმაგა. „იბერიას“ მდგომარეობა შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან გიზო მამაგეიშვილი გააძევეს.

შეხვედრის მიწურულს გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ ალიმ დუბლი შეასრულა, ხოლო კომპენსირებულ დროში ამირან ძაგანიამ პრესტიჟის გოლი გაიტანა.

„იბერია“ შვედეთში 1:3 დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში - 2:6. საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, მაგრამ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც ესტონეთის ჩემპიონი ტალინის „ლევადიას“ გაეჯიბრება.

„მალმიო“ – „იბერია“ 3:1 (0:0)

გოლები: 1:0 ალი (55), 2:0 იანსონი (60), 3:0 ალი (89), 3:1 ძაგანია (90)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098578