მადრიდის „ატლეტიკომ“ „ბოტაფოგოსთან“ შეთანხმებას მიაღწია და ტიაგო ალმადა დაიმატა.
ტრანსფერი 21 მილიონ ევროდ განხორციელდა და არგენტინელმა შემტევმა „როხიბლანკოსთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ალმადა 2024 წელს გადავიდა ბრაზილიურ კლუბში და 26 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ლიონში“ გაატარა, სადაც 20 თამაშში 2 გოლი მიითვალა.
მანამდე ტიაგო ალმადა „ატლანტა იუნაიტედისა“ და „ველეს სარსფილდის“ ღირსებას იცავდა.