კალათბურთი

0:10 | 16.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა

საქართელოს 20-წლამდელთა ნაკრებს პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი ჰქონდა. ამისთვის საჭირო იყო დღეს დანიასთან გამარჯვება და ბოლო ტურში ნიდერლანდებთან მოგებით ქართელები მეოთხედფინალში გადიოდნენ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა – დანიამ გაიმარჯვა და საქართველომ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა.

დანია კერკეტი გუნდი აღმოჩნდა. სკანდინავიელებმა ყველა პერიოდი მოგვიგეს, მართალია მცირედით, თუმცა მათთვის ეს გასამარჯვებლად საკმარისი აღმოჩნდა. საბოლოოდ დანიამ 85:74 (სტატისტიკა) იმარჯვა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა. საქართველო ერთადერთია ჯგუფში, პლეი ოფში რომ ვეღარ გავა. დანარჩენ 5 გუნდს ბოლო ტურში საუკეთესო 2 ადგილის დაკავების შანსი აქვს.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო ლუკა ლომთაძე – 23 ქულა, 6 მოხსნა. 13 ქულა მოაგროვა თენგო გოგიშვილმა, ლუკა ალავიძის ანგარიშზე 9 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. სამწუხაროდ, მხოლოდ 2 წუთი ითამაშა ავთანდილ ბახტაძემ, რომელმაც მოედანი ტრავმის გამო დატოვა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ოთხშაბათს, ნიდერლანდებთან გამართავს, რის შემდეგაც ბრძოლას საკვალიფიკაციო ეტაპიდან განაგრძობს – IX-XXII ადგილებისთვის.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.100907
სარეკლამო ადგილი - 99
X x X