ფეხბურთი

0:50 | 16.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მალმიოს" მწვრთნელი: "შეიძლება ადვილი ჩანდა, მაგრამ "იბერიამ" თამაში გაგვირთულა"

„მალმიოს“ მთავარმა მწვრთნელმა ჰენრიკ რიდსტრიომმა „იბერიასთან“ მატჩის (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასვლა და ახლა, საბოლოო ჯამში 6:2 მოვიგეთ. ორი მატჩის ჯამში 6:2 გამარჯვება იშვიათად ხდება და შეიძლება ადვილი ჩანდა, მაგრამ ასე არ იყო. იყო მომენტები, როდესაც დიდი ბრძოლა გვიწევდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ზოგჯერ „იბერიამ“ გაგვირთულა თამაში. ვიცოდით, რომ ისინი შეტევაზე წავიდოდნენ და დაცვაში ცოტა ზედმეტად მძიმეები ვიყავით. თუმცა, კმაყოფილები ვართ, რომ სტაბილურები ვიყავით და არცერთი სახიფათო მომენტი არ მივიღეთ, ძირითადად, საჯარიმოს გარედან დარტყმები იყო.

მეორე ტაიმში გაცილებით უფრო ზუსტად ვთამაშობთ. დაცვაში სხვა დონეზე ავედით. ასე გვინდა თამაში, ბურთსაც გაცილებით უკეთ ვაკონტროლებდით.

მათ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს თავი დასაცავი გვქონდა. ეს სავსებით ბუნებრივია. თუმცა, მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ და მათ ნახევარზე დომინირება მოვახდინეთ. როდესაც პირველი გოლი გავიტანეთ, მეტ-ნაკლებად ვიცით, რომ ყველაფერი დამთავრდა“, - თქვა რიდსტრიომმა.

შეგახსენებთ, რომ „იბერია“ შვედეთში 1:3 დამარცხდა, ხოლო ორი მატჩის ჯამში - 2:6. საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, მაგრამ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც ესტონეთის ჩემპიონი ტალინის „ლევადიას“ გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.179694