ტურინის „იუვენტუსმა“ ფრანსისკო კონსეისაოს გამოსყიდვაზე „პორტუსთან“ შეთანხმებას მიაღწია.
„ბებერი ქალბატონი“ „პორტუს“ 32 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმცა ოთხ ნაწილად. აღსანიშნავია, რომ 22 წლის ფეხბურთელით პრემიერლიგის კლუბები ინტერესდებოდნენ, მაგრამ მას მხოლოდ „იუვეში“ დარჩენა სურდა.
კონსეისაომ გასული სეზონი ტურინულ გრანდში იჯარით გაატარა და 40 მატჩში 7 გოლი გაიტანა, ხოლო ექვსჯერ საგოლე პასი გააკეთა. ნიჭიერ პორტუგალიელს „იუვესა“ და „პორტუს“ გარდა, „აიაქსში“ უთამაშია.