ლონდონის „არსენალი“ „ვალენსიადან“ ცენტრალურ მცველს კრისტიან მოსკერას დაიმატებს. კლუბებს შორის ყველა დეტალზე შეთანხმება მიღწეულია.
მოსკერა „მეთოფეებში“ სამედიცინო შემოწმებას ოთხშაბათს გაივლის. ტრანსფერის ღირებულება 15 მილიონ ევროს და ბონუსებს შეადგენს.
21 წლის კრისტიან მოსკერა „ვალენსიას“ აღზრდილია, რომლის რიგებში დღემდე 90 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მას ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია, მაგრამ ასაკობრივი ნაკრებების გამოცდილება აქვს.