ფეხბურთი

10:21 | 16.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილია რა თანხას მიიღებენ "ჩელსის" ფეხბურთელები მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებისთვის

ლონდონის "ჩელსიმ" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო, ფინალში ინგლისურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული "პარი სენ-ჟერმენი" 3:0 დაამარცხა.

აღნიშნული ტურნირის მოგებით "ჩელსიმ" 114 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რაც ყველაზე მეტია. მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით ფინალის მონაწილე პსჟ გავიდა, რომელსაც 106 მილიონი ერგო.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით,"ჩელსის" ფეხბურთელები მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებისთვის დამატებით ბონუსის სახით 350 ათას ფუნტს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად "ჩელსის" შემტევი კოულ პალმერი დასახელდა, საუკეთესო მეკარე რობერტ სანჩესი გახდა, ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო დეზირე დუემ დაისაკუთრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.168039
სარეკლამო ადგილი - 99
X x X