თამაშგარე

10:29 | 16.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

იამალის მშობლებს შვილის სექსის-სკანდალები არ მოსწონთ

17 წლის ლამინ იამალი უკვე იქცა არა მხოლოდ ესპანური ფეხბურთის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და სკანდალურ მოთამაშედ. „ბარსელონას“ შემტევმა სახელი ბურთის კარგად გორების გარდა მექალთანეობითაც დაიგდო, რაც ძალიან არ მოსწონს მის მშობლებს, რომლებიც ლამინს როგორც ჩანს ჯერ ისევ ბავშვად აღიქვამენ და ბრაზი იპყრობთ, როცა მათი შვილის სექსუალურ სკანდალებს ეცნობიან.

სოც. მედიასა და ტაბლოიდურ გამოცემებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იამალის ოჯახსაც. ფეხბურთელი წარმოშობით მოროკოელი მამისა და გვინეელი დედის შვილია, რაც მის ირგვლივ მრავალფეროვან კულტურულ შრეებს ქმნის, თუმცა საქმე მაინც პურიტანული ტიპის ოჯახთან გვაქვს. აქტიური განხილვის საგანია იამალის დედ – ჰაელა, რომელიც ხშირად ჩანს ტრიბუნებზე შვილის თამაშებზე.

ბევრს სწორედ მისი სიჯიუტე და შეუპოვრობა მიაჩნია ლამინის წარმატების ერთ-ერთ საფუძვლად. ლამინის მამა, მშენებელი მუნირ ნასრაუი კი შვილის ქარიშხლიან აწმყოს თავის ბავშვობას ადარებს და ამბობს: „როდესაც 17 წლის ვიყავი, შიშველი ქალი ნანახი არ მყავდა, სექსზე რომ არაფერი ვთქვათ.

რელიგია და ოჯახი მსგავს რამეს არც კი გამაბედინებდა, რაც ვფიქრობ სწორი დამოკიდებულება იყო. ახლა კი როდესაც ლამინის პირად ცხოვრებაზე ტყუილ-მართალს ვკითხულობ, ძალიან მწყინს, რადგან ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციას ეწინააღმდეგება“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.167228