"ასტონ ვილას" არგენტინელმა მეკარემ ემილიანო მარტინესმა შესაძლოა ადგილსამყოფელი შეიცვალოს. როგორც ბრიტანული გამოცემა TyC Sports-ი იტყობინება მისი გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედი" სერიოზულადაა დაინტერესებული.
წყაროს ცნობით, მარტინესი რუბენ ამორიმის მთავარი სამიზნეა, პორტუგალიელ სპეციალისტს მისი თამაშის სტილი ძალიან მოსწონს და მიიჩნევს, რომ არგენტინელის დამატება გუნდის ხარისხს საგრძნობლად გაზრდის. "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობასა და მარტინესის აგენტს შორის მოლაპარაკებები ოფიციალურად დაწყებულია და ყველაფერი უახლოეს პერიოდში გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ემილიანო მარტინესი "ასტონ ვილას" ღირსებას 2020 წლიდან იცავს, მისი სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკეტის მონაცემებით 20 მილიონია.