ფეხბურთი

11:44 | 16.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" როდრიგოს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს იწყებს

"ლივერპული" მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი შემტევის როდრიგო გოესის დამატებას სერიოზულად განიხილავს და როგორც diario As-ი იტყობინება "მერსესაიდელთა" წარმომადგენელი მადრიდში უახლოეს დღეებში გაფრინდება, რათა ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყოს.

წყაროს ცნობით, მადრიდელები როდრიგოს სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონს ითხოვს, თუმცა "ლივერპულის" ხელმძღვანელობას მისი დამატება უფრო დაბალ ფასად უნდა, სწორედ ეს საკითხი იქნება შეხვედრის მთავარი საკითხი. "სამეფო კლუბის" დატოვება თავად ფეხბურთელსაც სურს, რადგან ჩაბი ალონსოს გეგმებში ის არ შედის.

შეგახსენებთ, რომ როდრიგო "რეალის" ღირსებას 2019 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 90 მილიონია.


სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088462
სარეკლამო ადგილი - 99
X x X