UFC-ის ყოფილი მებრძოლი ნეთ დიასი მზად არის, რომ აქტიურ სპორტში დაბრუნდეს. მან Out Cold-ის პოდკასტში საინტერესო საკითხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონორ მაკგრეგორთან და ილია თოფურიასთან ჩხუბი სურს.
"ყველა მებრძოლს პატივს ვცემ, თუმცა ყველაზე მეტად კონორ მაკგრეგორთან ბრძოლა მსურს, თუ ის დაბრუნებას გადაწყვეტს ოქტაგონში დაუფიქრებლად შევალ. მისი დაბრუნება ამ სპორტში დიდ ხმაურს გამოიწვევს, რადგან ის ყველას ეზიზღება. მინდა ისეთი ადამიანი ვცემო, რომელიც მწვერვალზე იმყოფება. თუ კონორის ვარიანტი არ გამოვა, ილია თოფურიასთან ჩხუბს ვისურვებდი, ის ძალიან კარგი მებრძოლია და ვფიქრობ ჩემთვის ცოტა პატარაა, მაგრამ ყველაზე მეტად ამ ორ მებრძოლთან ჩხუბი მსურს", - განაცხადა დიასმა.
შეგახსენებთ, რომ ნეთ დიასმა ბოლო ბრძოლა UFC-ში 2022 წელს ჩაატარა, როდესაც ტონი ფერგიუსონი მტკივნეული ილეთით დაამარცა. მას სულ კარიერაში 35 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 22-ჯერ იმარჯვა, ხოლო 13-ჯერ დამარცხდა.