ფეხბურთი

13:38 | 16.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბორმუთი" მზადაა ზაბარნის შეელიოს, თუ პსჟ მათ მიერ მოთხოვნილ თანხას გადაიხდის

"პარი სენ-ჟერმენი" დაცვის ხაზის გაძლიერებას "ბორმუთის" უკრაინელი მცველით ილია ზაბარნით გეგმავს და მზად არის მისი ტრანსფერის დასახურად ერთბაშად სამ ფეხბურთელი: ლუკა ერნანდესი, გონსალუ რამოში და კორეელი ლი კანგ-ინი გაყიდოს.

როგორც ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, აღნიშნული გარიგების წინააღმდეგი არც "ბორმუთია", რომელიც უკრაინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 59 მილიონ ფუნტს ითხოვს. თუ პარიზელები აღნიშნულ თანხას გადაიხდიან, შესაძლოა ტრანსფერი უახლოეს პერიოდში დაიხუროს.

ილია ზაბარნი "ბორმუთის" რიგებს 2023 წლის იანვარში შეუერთდა და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს. უკრაინელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 39 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.179443