ფეხბურთი

15:18 | 16.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მათე საური კარიერას ესპანეთში გააგრძელებს

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მეკარე მათე საური კარიერას ლა ლიგაში ახლად აღზევებულ "რეალ ოვიედოში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა lavozdeasturias.es-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ქართველი მეკარე მაისის შემდეგ ესპანურ კლუბში სინჯებზე იმყოფებოდა, სადაც თავი გამოიჩინა და "ოვიედოთან" ოფიციალურად კონტრაქტს უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს. როგორც ცნობილი ხდება, მათე თავდაპირველად ძირითად გუნდში მესამე მეკარე იქნება, ხოლო სათამაშო პრაქტიკის მიზნით ახალგაზრდულ გუნდში ჩაატარებს მატჩებს. ქართველი მეკარე წინასასეზონო მზადებაში ძირიტად გუნდთან ერთად იქნება.

შეგახსენებთ, რომ მათე საური "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია, ის გასულ სეზონში პორტუგალიურ "რიუ ავეს" 23 წლამდელთა გუნდში ირიცხებოდა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095431
სარეკლამო ადგილი - 99
X x X