ფეხბურთი

17:50 | 16.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედია: "სენტ ეტიენს" დავითაშვილზე ჯერ არანაირი შეთავაზება არ მიუღია

„სენტ ეტიენის“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე ჯერჯერობით, ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კლუბში დარჩება. ამის შესახებ Footmercato იტყობინება.

ფრანგული წყაროს თანახმად, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს და კლუბი ჯერ კიდევ ელოდება შეთავაზებებს:

„სტასინისა და დავითაშვილთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არანაირი შეთავაზება არ ყოფილა, საერთოდ არაფერი. არ ვამბობთ, რომ ისინი აგვისტოს ბოლოს ისევ იქ იქნებიან, მაგრამ ამ ეტაპზე არაფერია. სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე თვენახევარი დარჩა, ეს გრძელი პერიოდი იქნება“, - წერს ფრანგული მედია.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს „სენტ ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მან ლიგა 1-ის გასულ სეზონში 33 მატჩში თავი 9 გოლით და 8 საგოლე პასით გამოიჩინა, მაგრამ კლუბი გავარდა და ახალ სეზონს ლიგა 2-ში დაიწყებს.

დავითაშვილიც „სენტ ეტიენში“ ემზადება ახალი სეზონისთვის და პირველ ამხანაგურ მატჩში გოლიც გაიტანა, ხოლო მეორე სპარინგი მცირე დაზიანების გამო ვერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099386