ფეხბურთი

20:30 | 16.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" ამერიკელი ნახევარმცველი დაიმატა

მადრიდის „ატლეტიკომ“ სევილიის „ბეტიდიან“ ჯონი კარდოსო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

კარდოსო „ატლეტიკოს“ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ამერიკელი ნახევარმცველი „ბეტისში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 64 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე, 5 წლის განმავლობაში ბრაზილიური „ინტერნასიონალის“ ღირსებას იცავდა.

0.091827