ფეხბურთი

21:05 | 16.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მონტენეგროული გუნდი უეფამ 10 წლით ევროთასებიდან მოკვეთა
კონფერენს ლიგაზე გარიგებული მატჩისთვის ფეხბურთელებიც სამუდამო ან 10-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

მონტენეგროული კლუბი „არსენალ ტივატი“ უეფამ ევროთასებიდან 10 წლით მოკვეთა. უმძიმესი სასჯელი კონფერენს ლიგაზე გარიგებულ მატჩს უკავშირდება.

2023 წლის ივლისში, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი „არსენალმა“ შინ სომხურ „ალაშკერტთან“ 1:6 წააგო და გაირკვა, რომ მატჩი გარიგებული იყო მასპინძელი გუნდის მხრიდან. უეფა საქმეს ორი წელი იძიებდა.

შედეგად, კლუბი 10 წლით მოკვეთეს ევროტურნირებიდან და 500000 ევროს ჯარიმაც დააკისრეს. უეფა ფიფას სთხოვს, რომ მათი გადაწყვეტილება ფიფას ტურნირებზეც გავრცელდეს. საქმე ისაა, რომ უეფამ არა მხოლოდ კლუბი, არამედ ფეხბურთელები და კლუბის მენეჯერებიც დააჯარიმა.

მე-11 და მე-12 მუხლების დარღვევის გამო, სამუდამო დისკვალიფიკაციით დაისაჯა ფეხბურთელი ნიკოლა ჩელებიჩი, ხოლო 10-წლიანი დისკვალიფიკაციით რადულ ჟივკოვიჩი, დუშან პულეტიჩი და ჩეტკო მანოილოვიჩი.

სპორტული დირექტორი რანგო კგროვიჩი 10 წლით ჩამოაშორეს საფეხბურთო საქმიანობას, ისევე, როგორც მილან ვიგნევიჩი, 8 წლით დასაჯეს ხრისტოს ფსომაიდისი, ხოლო 6 წლით - გორან იანუჩევიჩი.

2023 წელს „არსენალ ტივატი“ სომხეთში „ალაშკერტს“ დაუზავდა (1:1), ხოლო ერთ კვირაში საპასუხო შეხვედრა შინ 1:6 წააგო...

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094272