ფეხბურთი

21:40 | 16.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლამინ იამალი "ბარსას" ახალი 10-იანია

ლამინ იამალი „ბარსელონას“ ახალი 10 ნომერია. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

18 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2031 წლამდე გაახანგრძლივა და ისტორიული მაისურიც მოირგო, რომელიც ლიონელ მესისთან ყველაზე მეტად ასოცირდება. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ლამინი სეზონში 20 მილიონ ევროს მიიღებს და კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

"ბარსელონაში" 10 ნომრით მესის გარდა, რონალდინიოს, დიეგო მარადონას, რივალდოს, რომარიოს, ხრისტო სტოიჩკოვს, ლადისლავ კუბალას და სხვებს უთამაშიათ.

ლამინ იამალი 2023 წლიდან „ბარსელონას“ მთავარ გუნდშია და დღემდე 106 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.174066