ფეხბურთი

22:20 | 16.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბუაშვილი "მეცის" ამხანაგურ მატჩს დაესწრო, კონტრაქტი მალე გაფორმდება

გიორგი აბუაშვილი კარიერას „მეცში“ გააგრძელებს. ის უკვე საფრანგეთშია, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა და მალე ტრანსფერიც ოფიციალურად დადასტურდება.

იქამდე, გიორგი კრისტიან ძაკარდოსთან ერთად, დღეს „მეცის“ ამხანაგურ მატჩს დაესწრო.

ძაკარდო მამუკა ჯუღელთან თანამშრომლობს, რომელიც აბუაშვილის აგენტია. ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ყველა იმ ფეხბურთელის ტრანსფერში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომელიც ჯუღელთან თანამშრლობს.

ამრიგად, „მეცში“, რომელიც ლიგა 1-ის წევრია, ორი ქართველი ითამაშებს: გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი. მოგეხსენებათ, ფრანგულ კლუბში თავის დროზე გიორგი მიქაუტაძე თამაშობდა.

"მეცმა" დღეს ამხანაგური მატჩი ჩაატარა "მონდორფის" წინააღმდეგ, რომელიც 1:0 დაამარცხა და წიტაიშვილის არაოფიციალური დებიუტი შედგა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო. "მეცი" ლიგა 1-ის პირველ ტურში 17 აგვისტოს, "სტრასბურს" უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.081923
სარეკლამო ადგილი - 99
X x X