მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი სეზონის სტარტს გამოტოვებს. ინგლისელმა მხარზე ოპერაცია გაიკეთა.
როგორც „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი იტყობინება, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და ფეხბურთელი სარეაბილიტაციო პერიოდს გაივლის, რომელიც დაახლოებით 3 თვე გაგრძელდება.
ამრიგად, ჯუდს არა მარტო პრესეზონი, არამედ, სეზონიც სტარტიც გაუცდება და მოედანზე სავარაუდოდ, ოქტომბერში დაბრუნდება.
ჯუდ ბელინგემი მხარი ჯერ კიდევ 2023 წლიდან აწუხებდა, რის გამოც საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ოპერაცია გაეკეთებინა.