ფეხბურთი

23:31 | 16.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

იამალი: "ბარსა" ჩემი ცხოვრებაა, ოცნება ამიხდა"

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლამინ იამალმა კონტრაქტის განახლების და 10-ნომრიანი მაისურის მიღების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ეს ოცნების ახდენაა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფერს ჩემს ოჯახს ვუზიარებ. „ბარსა“ ჩემი ცხოვრებაა, 7 წლიდან აქ ვარ და „ლა მასიას“ ყველა ბიჭის მსგავსად ამ კლუბში თამაშზე ვოცნებობდი.

მინდა, გამარჯვება და განვითარება გავაგრძელო, რადგან ძალიან ახალგაზრდა ვარ. მადლობელი ვარ კლუბის, რომ 10-ნომრიანი მაისური გადმომცეს. ბავშვობაში ვოცნებობდი „ბარსაში“ ამ მაისურით თამაშზე.

არანაირი ზეწოლის ქვეშ არ ვარ და ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული. მინდა, ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება. უნდა გავიზარდოთ, რადგან ძალიან ახალგაზრდა გუნდი ვართ, მაგრამ იგივე სტილში თამაში უნდა გავაგრძელოთ“, - თქვა ლამინმა.

ლამინ იამალი 2023 წლიდან „ბარსელონას“ მთავარ გუნდშია და დღემდე 106 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092789