ლისაბონის „სპორტინგში“ გიორგი ქოჩორაშვილის არაოფიციალური დებიუტი შედგა. ქართველმა ფეხბურთელმა გლაზგოს „სელტიკთან“ ამხანაგურ მატჩში ითამაშა.
ქოჩორაშვილმა 58-ე წუთზე მორტენ ჰიულმანი შეცვალა და ძალიან კარგად ითამაშა. ეს მიუხედავად იმისა, რომ მეორე გოლი ლისაბონელთა კარში მის მიერ დაკარგულ ბურთს მოჰყვა. გიორგიმ ბევრი გამამწვავებელი პასი გააკეთა და ურიგო დებიუტი ნამდვილად არ ჰქონია. მატჩი „სელტიკმა“ 2:0 მოიგო.
„სპორტინგი“ პრესეზონზე კიდევ ორ სპარინგს ჩაატარებს, „სანდერლენდისა“ და „ვილიარეალის“ წინააღმდეგ, ხოლო სეზონს 31 ივლისს, პორტუგალიის სუპერთასზე „ბენფიკასთან“ მატჩით დაიწყებს. პორტუგალიის ჩემპიონატის პირველ ტურში კი, 10 აგვისტოს „კაზა პიას“ სტუმრად შეხვდება.