ფეხბურთი

10:26 | 17.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მესის „ინტერ მაიამიმ“ „ცინცინატისთან“ წააგო და ხუთმატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა

ამერიკული MLS-ის მატჩი „ცინცინატისა“ და „ინტერ მაიამის“ შორის ცინცინატიში, მასპინძელთა 3:0 გამარჯვებით დასრულდა.

გამარჯვებულთაგან ევანდერმა დუბლი შეასრულა, ერთიც ხერარდო ვალენსუელამ გაიტანა.

„მაიამიში“ პირველი წუთიდანვე მინდორზე იყვნენ ლიონელ მესი და ლუის სუარესი.

ამისადაკვალად, „ინტერ მაიამიმ“ MLS-ში ხუთმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. ცინცინატიმ, თავის მხრივ, ბოლო ექვს მატჩში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.

MLS-ის შემდეგ რაუნდში „მაიამი“ „ნიუ-იორკ რედ ბულზს“ დაუპირისპირდება, ხოლო FC „ცინცინატი“ „რეალ სოლტ ლეიკს“. ორივე მატჩი 20 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097426