ფეხბურთი

12:24 | 17.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის გოლით „სანტოსმა“ ლიდერი „ფლამენგოს“ დამარცხება მოახერხა

ბრაზილიის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩი, რომელშიც „სანტოსი“ „ფლამენგოს“ შეხვდა, მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1:0.

მატჩში გამარჯვების გოლი 84-ე წუთზე ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა გაიტანა.

ამგვარად, „სანტოსმა“ ბრაზილიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. თავის მხრივ, „ფლამენგომ“ მიჯრით სამი გამარჯვების შემდეგ პირველი მარცხი განიცადა.

ამჟამად, „სანტოსი“ ბრაზილიის ჩემპიონატის ცხრილში 14 ქულით მე-13 ადგილზეა. თავის მხრივ, „ფლამენგო“ 27 ქულით ცხრილს ლიდერობს.

თეგებინეიმარი
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.174102