„ბარსელონას“ გარემარბმა ლამინ იამალმა „ბლაუგრანაში“ ცნობილი 10 ნომრის მიღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ 10 ნომრიანი მაისურის მიღებასთან ერთად, იამალმა კატალონიელებთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
„ჩემი ნომერი. ჩემი ისტორია. ჩემი მოგზაურობა. x10“, - დაწერა იამალმა ფოტოებს ლურჯი და წითელი გულების სხარტულები დაამატა.
გარდა ამისა, იამალმა სოციალურ ქსელში პროფილის ფოტო შეცვალა. ახლა მისი ანგარიშის მთავარ ფოტოზე ლამინის ზურგი ჩანს, შიშველ ზურგზე 10 ნომერი აწერია, დამწვარი ათიანის სახით.
კატალონიურ კლუბში 10 ნომრიანი მაისურის ბოლო მფლობელი ესპანელი ანსუ ფატი იყო. ესპანელამდე ცნობილი ათიანი მაისური ლიონელ მესის ეკუთვნოდა.
ლამინმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 55 მატჩი ჩაატარა. სულ ესპანელმა 18 ბურთი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა კატალონიური კლუბის შემადგენლობაში მან ლა ლიგა, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო.