თამაშგარე

13:52 | 17.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვალერეა ასაკს იმორჩილებს

თანამედროვე არგენტინა მთელს მსოფლიოში მხოლოდ ტანგოთია და მესიით არ არის ცნობილი. ეს ის ქვეყანაა, სადაც ქალის სილამაზე, ქარიზმა და შინაგანი ენერგია განსაკუთრებულად იკვეთება მოდის სამყაროსთან. არგენტინელი მოდელები ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ჩნდებიან მსოფლიო პოდიუმებზე, რეკლამებში და პრესტიჟული ჟურნალების ყდებზე.

ბოლო მონაცემებით ყველაზე ცნობილი არგენტინელ მოდელია ვალერეა მაზა 90-იანი წლების სუპერვარსკვლავია, რომელიც პირველი ლათინოამერიკელი ქალი იყო, ვინც „Vogue“-ის და სპორტული ჟურნალის - „Sports Illustrated“-ის გარეკანები დაიპყრო. არანაკლები პოპულარობით სარგებლობენ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები – მიკა არგანარაზი და კამილა მორონე, თუმცა ვალერეა მაზას პოპულარობა მაინც სულ სხვა სიმაღლეზეა ასული.

უკვე 53 წელს მოყრილი მაზა ჯერ ისევ აქტიური მოდელია და კვლავინდებურად თანამშრომლობს ისეთ მოდის სახლებთან, როგორიცაა Chanel, Prada და Louis Vuitton. ეს ქალი თამამად არღვევს სტანდარტულ წარმოდგენებს მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეთა ასაკის შესახებ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.201143
სარეკლამო ადგილი - 99
X x X