ფეხბურთი

14:19 | 17.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს სურს, „ალ-ნასრმა“ ლუის დიასი დაიმატოს

„ალ-ნასრის“ პორტუგალიელ თავდამსხმელს კრიშტიანუ რონალდუს მის კლუბში „ლივერპულის“ შემტევის, ლუის დიასის ხილვა სურს, იტყობინება Sport.es.

კრიშტიანუ კოლუმბიელს ცხადია ფლანგზე მოიაზებს, რათა მისთვის შანსები შექმნას და საგოლე გადაცემები მისცეს. აღნიშნულია, რომ „ალ-ნასრი“ მზადაა გადაიხადოს 100 მილიონი ევრო, რასაც „ლივერპული“ ითხოვს.

ადრე მერსისაიდელებმა უარყვეს „ბაიერნის“ 67.4 მილიონი ევროს შეთავაზება კოლუმბიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ.

გასულ სეზონში თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 17 ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098167