ფეხბურთი

15:12 | 17.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ შესაძლოა ქალთა ფეხბურთში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა

ქალთა ინგლისურმა „არსენალმა“ თავდამსხმელი ოლივია სმიტის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრანსფერის თანხა შესაძლოა 1 მილიონი გირვანქა (1.16 მილიონი ევრო) იყოს, რაც ქალი ფეხბურთელის ტრანსფერში ოდესმე გადახდილი ყველაზე დიდი თანხაა.

„მოხარულები ვართ გაცნობოთ კანადის ნაკრების ფეხბურთელის ოლივია სმიტის გრძელვადიანი კონტრაქტის ხელმოწერის შესახებ. 20 წლის თავდამსხმელი „ლივერპულიდან“ გადმოვიდა ჩვენთან დაუზუსტებელი საფასურის სანაცვლოდ“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

„ჩემთვის დიდი პატივია „არსენალთან“ კონტრაქტის გაფორმება“. „ჩემი ოცნებაა, ვიბრძოლო უმაღლესი ტიტულებისთვის ინგლისსა და ევროპაში. დიდებულია, რომ „არსენალთან“ ერთად ვიმუშავებ და შევიტან წვლილს ამ მიზნის მიღწევაში. ატმოსფერო, რომელსაც გულშემატკივრები „ემირეითსის“ სტადიონზე ქმნიან, წარმოუდგენელია და მოუთმენლად ველი, როდის დაიწყება ეს ყველაფერი“, - თქვა სმიტმა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.139015