ფეხბურთი

16:24 | 17.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსმა“ „ბარსელონას“ სატრანსფერო სამიზნეს დაადგა თვალი

იტალიური „იუვენტუსი“ დაინტერესებულია „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელ მარკუს რაშფორდით და ინგლისურ კლუბს მიმართა მისი ბაზარზე ხელმისაწვდომობის შესახებ, ესპანურ „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებების შესახებ ჭორების ფონზე. ამის შესახებ ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ვებ-გვერდი წერს.

წყაროს ცნობით, ტურინულმა კლუბმა დაიწყო „წითელი ეშმაკების“ ინგლისელ თავდამსხმელთან პოტენციური კონტრაქტის პირობების შესწავლა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაშფორდმა კატალონიურ კლუბში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო, საუდის არაბეთიდან მომგებიან შეთავაზებაზე უარი თქვა. თუმცა, „ბლაუგრანა“ ვერ ახერხებს გარიგების სწრაფად დასრულებას იმის გამო, რომ ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ ელოდება ხელფასის ბიუჯეტში 1:1 თანაფარდობის ამოქმედებას.

რეშფორდი 27 წლისაა. ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღზრდილია და მთელი თავისი კარიერა მანკუნიანელებში გაატარა, გასული სეზონის ნახევრის გარდა. მარკუსი „ასტონ ვილაში“ იჯარით თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.160833
სარეკლამო ადგილი - 99
X x X