ფეხბურთი

17:55 | 17.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: „ნაპოლიმ“ ნიდერლანდების ნაკრების თავდამსხმელის, ნოა ლანგის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა

ნიდერლანდების ნაკრების თავდამსხმელი ნოა ლანგი პსვ-დან იტალიურ „ნაპოლიში“ გადავიდა. ამის იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა განაცხადა.

„ნაპოლიმ“ გამოაცხადა ნოა ლანგის „პსვ ეინდჰოვენიდან“ შეძენის შესახებ“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ნიდერლანდების ჩემპიონატის 2024/2025 წლების სეზონში 26 წლის ლანგმა 29 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 11 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. სულ მან ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

გასულ სეზონში „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო. ანტონიო კონტეს გუნდმა 38 თამაშიდან 82 ქულა მოაგროვა და ერთი ქულით გაუსწრო მილანის „ინტერს.“

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089666